Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე


       დღე დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი საკითხების გამეორებით. ასევე გავიმეორეთ ყველა ის საკითხი, რაც შევისწავლეთ. შემდეგ თითოეულმა მასწავლებელმა საკუთარი პროექტი წარმოადგინა. ყველა იყო ძალიან საინტერესო. განსაკუთრებით გამოვარჩევ რამდენიმე მათგანს. მომეწონა გიული მახაჭაშვილის პროექტი -არაფორმალური განათლება მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საუკეთესო საშუალებაა. მომეწონა მაია ღოღაძის პროექტი -იაკობ გოგებაშვილი. დარეჯან კალმახელიძემ ძალიან საინთერესო და აქტუალური პრობლემა წამოსწია წინ პროექტში-წიგნი თუ კომპიუტერი.
       ტრენინგის განმავლობაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ვისწავლეთ, რაც გამომადგება სასკოლო მუშაობაში. ქალბატონი ქეთი ძალიან ენერგიული და      ყურადღებიანი ტრენერია. არც ერთ საკითხს არ ტოვებდა ყურადღების მიღმა. გვაწვდიდა ამომწურავ ინფორმაციას. დიდი მადლობა მას ამისთვის.

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

      გავიმეორეთ წინა მასალა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევავსეთ სასწავლო პროცედურების ეტაპები. ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა დავალების სახეობებზე, ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. დავასრულეთ პროექტის გეგმა. ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი. სრულყოფილად აგვათვისებინა დღევანდელი დღის მასალა. მადლობა ამ ენერგიულ ქალბატონს!

Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაწყეთ წინა მასალის გამეორებით.შევისწავლეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაციის წარდგენა ბლოგების საშუალებით.გავეცანით სასწავლო პროექტის პროცედურებს. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შერჩევა-გადმოწერა სხვადასხვა პროეწტებიდან.ტრენინგი საინტერესო იყო.

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე


ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ ბლოგზე საავტორო უფლებებისა  და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების მითითება-გამოყენება. ამოვირჩიეთ მეწყვილე და გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. გავეცანით მის შემადგენელ ნაწილებს.დაგვაუფლა სათაურის შეცვლას ,გვერდის გაჯეტების შექმნას. ქალბატონმა ქეთიმ საინტერესოდ მოგვაწოდა სატრენინგო მასალა.

Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა თეორიულად და პრაქტიკულად.შემდეგ გადავედით ახალ სატრენინგო მასალაზე. განვიხილეთ შეფასების სსხვადასხვა მეთოდი, ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე.დღე იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი. ქალბატონმა ქეთიმ საინტერესოდ მოგვაწოდა სატრენინგო მასალა.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე


მეცადინეობა დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებიათ და შევუდექით სასწავლო პროექტის  გეგმაზე მუშაობას. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ მიზანი,შესაბამისი სტანდარტის მიხვედით. დავიხმარეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.დღემ საინტერესოდ ჩაიარა. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის!

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო.გამოვიკითხეთ საშინაო დავალება,ვისაც რა პროექტებზე გვსურდა მუშაობა ,ამაზე ვისაუბრეთ. გავეცანით პუბლიკაციების მომზადების წესებს,დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება,შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მოვათავსეთ პროექტის პორტფოლიოს დამხმარე საქაღალდეში. ვიმუშავეთ დრაივში.ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა,შრომატევადი და ნაყოფიერი.დიდი მადლობა ქალბატონ  ქეთის.

Saturday, June 30, 2018

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ტრენინგის მიზნებს, სახელმძღვანელოს, ინტერის გზამკვლევს, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე,  შევინახეთ კურსის რესურსები,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, სხვისი ნამუშევრვბიც დავათვალიერეთ. საქმიანი შეხვედრა გვქონდა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.